კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის და ...
2017 წლის 17 იანვარს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „საქართველოს კონკურ...

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიქმნა კონკურენციის სააგენტო და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის N288 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდა მისი დებულება. კონკურენციის სააგენტო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ - მინისტრის მიერ დანიშნული თავმჯდომარე. კონკურენციის სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საზოგადოების წინაშე. სააგენტოს მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა. კერძოდ: ა) სახელმწიფო, ...

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დასაშვებად ცნო ი/მ შოთა ლომინაშვილის საჩივარი და 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საჩივარი ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროში არსებულ საკითხებს.

"ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვისთვისაც პირველი დღეა სკოლასა თუ უნივერსიტეტში. ცხოვრების ამ ახალ, საინტერესო გზაზე გისურვებთ წარმატებებს.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული ქმედებების გამოვლენისა და აღკვეთის საკითხებზე კონფერენცია გახსნა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამისა (CLDP) და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით პირველად ტარდება.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა და მონღოლეთის სამართლიანი კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის უწყების თავმჯდომარემ, ბიამბასურენ ლხაგვამ ხელი მოაწერეს ორ უწყებას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს - საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანი განვითარებისათვის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას, კონკურენციის სამართლის აღსრულებისა და კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების სფეროში თანამშრომლობის შელშეწყობას, გამოცდილების გაზიარებას და ა.შ.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური, რომელიც მონღოლეთის სამართლიანი კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების, მონღოლეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის მიწვევით მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში იმყოფება, მონღოლეთის პრეზიდენტს ხალტმააგინ ბატულგას შეხვდა.