კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

საჯარო ინფორმაცია

ყველას აქვს უფლება მოითხოვოს, და გაეცნოს საჯარო ინფორმაციას მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარების მიუხედავად და მიიღოს ასლები, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც წერილობითი ფორმით, ასევე, ელექტრონულად.

დაუშვებელია, დაწესდეს რაიმე საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ასლის გადაღების აუცილებელი თანხისა, რომელიც შეადგენს:

ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს;

ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს;

გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს;

დ) დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარს;

ე) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი – 2,75 ლარს;

ვ) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი – 0,50 ლარს.

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუმეტეს 10 დღის ვადაში.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე, მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N154

ტელ: (032) 2 440 770 (EXT 21-74)

ელ. ფოსტა: info-gca@competition.ge