კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

დასრულებული

EBRD-ის პროექტი „კონკურენციის სააგენტოს განვითარება და ადვოკატირება“ - 2016

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს დაფინანსებით, განხორციელდა კონკურენციის სააგენტოს განვითარებისა და ადვოკატირების პროექტი. (ორგანიზატორი - ამერიკული კომპანია IOS Parnters, Inc. და მისი პარტნიორი Dicidendi Consultants).

ღონისძიებების განხორციელება დაიწყო 2016 წლის ივლისიდან და დასრულდა 2017 წლის 2 თებერვლის კონფერენციით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

აქტივობა - ჩატარების დრო

მოკლე ინფორმაცია

სასწავლო ტრენინგები

I ტრენინგი - 21-29 სექტემბერი

ევროპელი ექსპერტების (იანის კათსოულაკოსი და იოანის კოკორისი) 7 დღიანი სალექციო კურსი, კონკურენციის სამართლისა და ეკონომიკის საკითხებზე, სააგენტოს თანამშრომლებისა და მარეგულირებლების მონაწილეობით;

II ტრენინგი - 19-20 ოქტომბერი

საფრანგეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, OECD-ის კონკურენციის მიმართულების ხელმძღვანელის - ფრედერიკ ჯენის 2 დღიანი ტრენინგი;

III ტრენინგი - 8 დეკემბერი

ევროპელი ექსპერტის (მარკ ივალდი) ტრენინგი კონკურენციის პოლიტიკის რაოდენობრივი ანალიზის თემატიკაზე.

ადვოკატირების სემინარები

I სემინარი - 20 ოქტომბერი

კონფერენცია თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის, საფრანგეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ფრედერიკ ჯენის მონაწილეობით, კონკურენციის პრინციპებისა და კარტელის დროს მტკიცებულებების შეფასების საკითხებზე;

II სემინარი - 9 დეკემბერი

კონფერენცია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით. თემატიკა: კონკურენციის სააგენტოების ინსტიტუციონალური მოწყობა და კონკურენციის ადვოკატირება.

III სემინარი - 2 თებერვალი

კონფერენცია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, თემები: კონკურენციის დადებითი მხარეები; ეფექტური ინსტიტუციონალური ჩარჩო და კონკურენციის დარღვევები შესყიდვების მიმართულებით.

საზაფხულო სკოლა როდოსზე

25 ივნისი - 7 ივლისი

კონკურენციის სააგენტოს 4-მა ეკონომისტმა მონაწილეობა მიიღო 2 კვირიან - კონკურენციისა და რეგულირების ევროპულ საზაფხულო სკოლასა და საერთაშორისო კონფერენციაში;

სასწავლო ვიზიტი ჩეხეთში

7-27 ნოემბერი

სააგენტოს სამი თანამშრომელი 3 კვირიანი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ჩეხეთის კონკურენციის უწყებაში და ასევე დაესწრნენ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას: „ტრენდები კონკურენციის სამართალში“;