კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

სიახლეები

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სს „საქართველოს კაპიტალსა“ და შპს „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისს“ შორის განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ განიხილა სს „საქართველოს კაპიტალსა“ და შპს „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისს“ შორის დაგეგმილი კონცენტრაცია და მიიჩნია, რომ შესაბამისი ბაზარი, რომელზეც ხორციელდება შერწყმა, ბაზრის მახასიათებლების (HHI ინდექსი) მიხედვით დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციის შედეგად აღნიშნული მაჩვენებელი არსებითად არ იცვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მიიჩნია, რომ სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის“ წილის შეძენით განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, თავსებადია.

ვიდეორგოლი კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის შესახებ
08/05/2019
საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
27/09/2018
მეორე საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
04/04/2018
პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
28/11/2017
კონკურენციის პოლიტიკის 25 წლის იუბილე
28/06/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სატელეფონო ცნობარი
11/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონი შეიცვალა,
05/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ერთი თვის მუშაობის შედეგები
03/01/2017