კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

სიახლეები

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი დაიწყო.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, ა(ა)იპ ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის“ მომართვისა და საქართველოს პარლამენტის წევრის - ბექა ნაცვლიშვილის წერილის საფუძველზე დაიწყო საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი.

აღნიშნული საკითხი ერთის მხრივ მნიშვნელოვანია მომხმარებლის კეთილდღეობის კუთხით, ვინაიდან სწორედ ამ ობიექტებში ხდება სამომხმარებლო კალათის დიდი ნაწილის საცალო რეალიზაცია, მეორე მხრივ კი აღნიშნული ობიექტები უკავშირდება არაერთ სასაქონლო თუ მომსახურების ბაზარს, რომელზეც მოქმედებენ მცირე და საშუალო ზომის კომპანიები, როგორც მწარმოებლის, ასევე დისტრიბუტორის რანგში.

სააგენტოს მიზანია გააანალიზოს შესაბამის საბაზრო სექტორში არსებული კონკურენტული გარემო, რის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.

სააგენტო აქვე მოუწოდებს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, თუ მათ გააჩნიათ ნებისმიერი რელევანტური ინფორმაცია იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, არსებობდეს შესაბამის ბაზარზე, ან აქვთ შესაბამისი რეკომენდაციები, წერილობით მომართონ სააგენტოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info-gca@competition.ge

ვიდეორგოლი კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის შესახებ
08/05/2019
საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
27/09/2018
მეორე საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
04/04/2018
პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
28/11/2017
კონკურენციის პოლიტიკის 25 წლის იუბილე
28/06/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სატელეფონო ცნობარი
11/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონი შეიცვალა,
05/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ერთი თვის მუშაობის შედეგები
03/01/2017