კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

განცხადებები

სამძიმრის წერილი

სრულიად შეგვძრა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, პროფესორ ნოდარ ხადურის მოულოდნელმა გარდაცვალებამ.

იგი იყო საქვეყნოდ ცნობილი ეკონომისტი, პრინციპული და სამართლიანი ხელმძღვანელი, ინტელექტუალი, ერთგული და უშუალო პიროვნება, რომლის იმედი და გვერდში დგომაც ყოველთვის იგრძნობოდა მასთან ურთიერთობისას.

კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მისი ბოლო სიტყვები იყო: „ყველაფერი წინ არის!“

სამწუხაროდ, ბატონ ნოდარს ბევრი გეგმა და იდეა დარჩა განუხორციელებელი, რაც დიდი დანაკლისია როგორც კონკურენციის სააგენტოს, ისე სრულიად საქართველოსათვის. მისი ცოდნა და გამოცდილება კიდევ დიდხანს გაყვება მის თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კოლეგებს.

განუზომელი მწუხარებით, გულწრფელად თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ყველას, ვინც ამ არაჩვეულებრივ ადამიანს იცნობდა.

მშვიდობით ბატონო ნოდარ და მადლობა ყველაფრისათვის!

პანაშვიდი: 12 -13 სექტემბერი, თბილისი, სიონის საკათედრო ტაძარი

გამოსვენება: 14 სექტემბერი, 14:00 საათი, სიონის საკათედრო ტაძარი