კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

სიახლეები

კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის პროგრამის განხილვა იურიდიული კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით

საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ორგანიზებით, იურიდიული კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისში, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის პროგრამის ძირითადი პრინციპები და სარგებელი, რაც ახლავს ამგვარი პროგრამების არსებობას კომპანიებში. სააგენტოს წარმომადგენლებმა და ევროკავშირის ექსპერტებმა, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად იმსჯელეს, თუ როგორ უნდა შემუშავდეს კომპანიის საჭიროებებზე მორგებული შესაბამისობის სტრატეგია და როგორ უნდა განხორციელდეს სავარაუდო დარღვევების პრევენცია.

ღონისძიებაზე პრეზენტაციები წარადგინეს - ევროკავშირის სამართლის წამყვანმა ექსპერტმა, ანა ვოლფ პოშმა და სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნიკა სერგიამ. შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და სხვა საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა კონკურენციის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები.

სამძიმრის წერილი
10/09/2019
ვიდეორგოლი კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის შესახებ
08/05/2019
საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
27/09/2018
მეორე საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
04/04/2018
პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
28/11/2017
კონკურენციის პოლიტიკის 25 წლის იუბილე
28/06/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სატელეფონო ცნობარი
11/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონი შეიცვალა,
05/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ერთი თვის მუშაობის შედეგები
03/01/2017