საქართველოს კონკურენციის სააგენტომ განიხილა სს „საქართველოს კაპიტალსა“ და შპს „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისს“ შორის დაგეგმილი კონცენტრაცია და მიიჩნია, რომ შესაბამისი ბაზარი, რომელზეც ხორციელდება შერწყმა, ბაზრის მახასიათებლების (HHI ინდექსი) მიხედვით დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციის შედეგად აღნიშნული მაჩვენებელი არსებითად არ იცვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ მიიჩნია, რომ სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის“ წილის შეძენით განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, თავსებადია.