კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

სიახლეები

საქართველოს კონკურენციის სააგენტო, კომპანიებისა და ასოციაციების მხრიდან, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო, რიგი მწარმოებელი კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან - საინფორმაციო საშუალებებში, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა

გამომდინარე იქედან, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ინფორმაციის მოწოდება და, ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი განმარტება მოითხოვა: საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისგან; შპს „დიპლომატ ჰოლდინგისგან“; საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან; მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისგან.

საქართველოს კონკურენციის სააგენტო განმარტავს, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი შეთანხმება, რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა. აღნიშნული შეთანხმების ერთ-ერთ სახეს ეკონომიკურ აგენტებს შორის ფასებზე ან სხვა სავაჭრო პირობებზე შეთანხმება წარმოადგენს.

სამძიმრის წერილი
10/09/2019
ვიდეორგოლი კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის შესახებ
08/05/2019
საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
27/09/2018
მეორე საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
04/04/2018
პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
28/11/2017
კონკურენციის პოლიტიკის 25 წლის იუბილე
28/06/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სატელეფონო ცნობარი
11/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონი შეიცვალა,
05/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ერთი თვის მუშაობის შედეგები
03/01/2017