კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

სიახლეები

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულ ექსპერტებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჭიჭინაძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) სამართლებრივი მრჩეველი, სქიფ მარკი; აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტი, ჯეფრი ლინი და აშშ-ს ფედერალური ვაჭრობის კომისიის წარმომადგენელი, მაიკლ ბლეისდელი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა, როგორც 14-15 ოქტომბერს ჩატარებული კონფერენციის შედეგები, ასევე, ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ინსტიტუციებსა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შორის 2018-2019 წლების მანძილზე განხორციელებული აქტივობები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უწყებებს შორის თანამშრომლობა ამ 2 წლის მანძილზე ეფექტიანად და ნაყოფიერად წარიმართა, ამდენად, განხილულ იქნა ხსენებული თანამშრომლობის 2020 წელს გაგრძელების პერსპექტივები და ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც, შესაძლოა, მომავალი წლისათვის დაიგეგმოს.

შეხვედრაზე ასევე განხილვის თემა იყო, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები. მათ შორის, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის დეტალები; ასევე, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც კონკურენციის სააგენტო იმყოფება. საუბარი აგრეთვე შეეხო სააგენტოს წარმოებაში არსებულ, მიმდინარე საქმეებს, რომლებთან დაკავშირებითაც, სააგენტოს წარმომადგენლებმა ამერიკელი ექსპერტებისგან კონსულტაციები მიიღეს.

სამძიმრის წერილი
10/09/2019
ვიდეორგოლი კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის შესახებ
08/05/2019
საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
27/09/2018
მეორე საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
04/04/2018
პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
28/11/2017
კონკურენციის პოლიტიკის 25 წლის იუბილე
28/06/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სატელეფონო ცნობარი
11/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონი შეიცვალა,
05/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ერთი თვის მუშაობის შედეგები
03/01/2017