კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

სიახლეები

მესტიაში კონკურენციის კანონმდებლობისა და მისი აღსრულების საკითხებზე ტრენინგები მიმდინარეობს

22, 23 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მესტიაში კონკურენციის კანონმდებლობისა და მისი აღსრულების საკითხებზე, ტრენინგები მიმდინარეობს, რომლის მიზანია სახელმწიფო უწყებებისა და ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებისათვის სააგენტოს პრაქტიკის, კონკურენციის კანონმდებლობის შესახებ იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ხსენებული უწყებების მიერ კონკურენციის დაცვას უკავშირდება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვებში.

ტრენინგები საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინიციატივით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით იმართება. სამუშაო შეხვედრებს ხელმძღვანელობენ: კონკურენციის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე და სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების გამოვლენისა და აღკვეთის სამმართველოს უფროსი, გივი ადამია.

ამ ეტაპზე, შეხვედრა ქალაქ მესტიაში მიმდინარეობს, რომელსაც ორმოცამდე წარმომადგენელი ესწრება. ტრენინგების მეორე ეტაპი ბათუმში დაიწყო, შემდეგი სწავლება კი რაჭაში, ამბროლაურში - 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს გაიმართება.

სამძიმრის წერილი
10/09/2019
ვიდეორგოლი კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის შესახებ
08/05/2019
საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
27/09/2018
მეორე საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
04/04/2018
პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
28/11/2017
კონკურენციის პოლიტიკის 25 წლის იუბილე
28/06/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სატელეფონო ცნობარი
11/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონი შეიცვალა,
05/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ერთი თვის მუშაობის შედეგები
03/01/2017