კონკურენციის სააგენტო

info-gca@competition.ge
(032) 2 440 770 (EXT 21-74)

სიახლეები

ამბროლაურში კონკურენციის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა

ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა საქმიანობის კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ტრენინგთა კურსი გრძელდება.

კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი ტრენინგების მეორე ეტაპი, რაჭაში - ამბროლაურში გაიმართა, რომელსაც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები: იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე და ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნიკა სერგია, ხელმძღვანელობდნენ.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინიციატივით, GIZ-ის სამართლის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტექნიკური დახმარებით, 2019 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს ექვს შერჩეულ რეგიონში უკვე ჩატარდა კანონის ზოგიერთი მუხლების პრაქტიკული გამოყენების შესახებ 15 მდე სწავლება, რომელმაც ჯამში 400 -ზე მეტი ადგილობრივი მოხელე მოიცვა.

ტრენინგთა ციკლის მიმართ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან გამოხატული დიდი ინტერესის გათვალისწინებით, GIZ-ის სამართლის პროგრამის მხარდაჭერით სწავლების მეორე ეტაპი 2019 წელს ქალაქ ბათუმში 30 სექტემბერს დაიწყო და აჭარის, გურიის, სვანეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მოხელეებს უმასპინძლა.

სამძიმრის წერილი
10/09/2019
ვიდეორგოლი კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის შესახებ
08/05/2019
საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
27/09/2018
მეორე საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები
04/04/2018
პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
28/11/2017
კონკურენციის პოლიტიკის 25 წლის იუბილე
28/06/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სატელეფონო ცნობარი
11/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონი შეიცვალა,
05/05/2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ერთი თვის მუშაობის შედეგები
03/01/2017